GWP გაზების სატუმბო სადგურის« ავტომატიზაცია »

გაზების დასახლებაში (თბილისი, ავჭალა) არსებული სატუმბო სადგური მოიცავს Danfoss-ის ტუმბოს, გამდინარე წყლის ჭავლის მილებზე დამონტაჟებულ სარქველებს, ავარიული კვების (AVR) გენერატორს და სხვა დამხმარე აგრეგატებს.
სისტემის დანერგვის ძირითადი მიზნები იყო სარქველების მართვის მოწყობა და შესაძლო ავარიული სიტუაციებისგან მათი დაცვა. კონკრეტულად, სარქველების ავტომატური ჩაკეტვა არსებულ მილებზე დაზიანების შემთხვევაში, ობიექტზე დატბორვის თავიდან აცილების მიზნით. ასევე სადგურის ნორმალური მუშაობის უზრუნველყოფა ელექტორენერგიის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში.
ავტომატიზაციის სისტემის ძირითადი ნაწილია სარქველების და გენერატორის მართვის კარადები, რომელთა ოპერირების პრინციპი დამყარებულია Siemens-ის PLC (Programmable Logic Controller) კონტროლერზე.სისტემის დანერგვის პროცესში კომპანია.სარქველების მართვის კარადიდან სიგნალი ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ გადაეცემა ტუმბოებს, რის შემდეგ ისინი წყვეტენ მუშაობას და არ ხდება ჰაერის შეტანა წყლის სისტემაში. კარადა ასევე ახორციელებს სარქველების   მართვას, როგორც ადგილობრივად, ისე დისტანციურად, საჭიროების მიხედვით.
გენერატორის მართვის კარადა სრულად აკონტროლებს ელექტროენერგიის მიწოდებას, გენერატორის ავტომატურ მართვას და ავარიული კვების (AVR) გადართვას.
კარადები იმყოფება სრულ კომუნიკაციაში ერთმანეთთან Ethernet ქსელის საშუალებით. ასეთივე კავშირით ხდება შემკვეთის სათაო ოფისთან კომუნიკაცია: ინფორმაციის გადაცემა და მართვის ბრძანებების მიღება რეალურ დროში.

 

«ტოქსსოფთის» მიერ შესრულდა პროექტირება, კარადების აწყობა/მიწოდება, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, მონტაჟი და გაშვებ